პაატა კვიჟინაძე: “აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია”

20

“აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“ და უკვე რვა წელიწადია, ეს კომპანიები დებენ უპირობო დასკვნებს, ანუ ყველაზე მაღალ შეფასებას“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

„ევროკომისიის თხოვნით, მსოფლიო ბანკმა (PEFA) გააკეთა შეფასებები — ახალი არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ძველი შეფასებით, აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური ქულა მიიღო. აქვე, აღიარებაა ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა სთხოვეს, აუდიტი გაუკეთოს მათ შესრულებებს საქართველოში. მეტი აღიარება რა უნდა იყოს?!

ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი დღეს, მხარი დავუჭირეთ და გთხოვთ, თქვენც დაუჭიროთ მხარი დადგენილებას, სადაც ცნობად იქნება მიღებული აუდიტის სამსახურის ანგარიში”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.