„საქმე მიდის ლოგიკურ დასასრულამდე: ევრობიუროკრატია წარმავალია, ხოლო საქართველო და ქართველი ხალხი — მუდმივი“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ასეთი პიგმეებით დაკომპლექტებული ევროპა კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ამიტომ, ამ ადამიანების გამონათქვამები არის სუფთა ტაბულა რაზა (სუფთა დაფა) — რაც მათმა პატრონებმა ჩაუწერეს, ზუსტად იმას ლაპარაკობენ. მათთვის ყველაზე მძიმე დარტყმა იყო 17-23 მარტის პერიოდი. ის, რაც ამ დღეებში თბილისსა და მთელ საქართველოში ხდებოდა, იყო უპრეცედენტო და წარმოუდგენელი რამ.
ცოტა უკანაც რომ გავიხედოთ, პანდემიის პერიოდში, ვნახავთ, რომ მსოფლიოში ერთადერთი ეკლესია, რომელიც არ დაიკეტა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს მათთვის გულის ფიცარზე როგორი ძვლის დასობა იყო?! ამას დღესაც ვერ მალავენ.
ამავდროულად, უპრეცედენტო ფაქტები მოხდა, როდესაც მთელმა მუსლიმმა თემმა საკუთარი დღესასწაულები გადადო და მოგვისამძიმრა, უფრო მეტიც — ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი ჩვენი პატრიარქის კუბოსაც კი შეუდგა. ამათმა კი ერთი სამძიმრის წერილიც კი არ გამოაგზავნეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მიდის იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რომლის მიხედვითაც ევრობიუროკრატია წარმავალია, ხოლო საქართველო და ქართველი ხალხი — მუდმივი“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


