„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 2018 წლის ვიდეოს აზიარებს, როდესაც „ტაბულას“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და უარყოფდა ინფორმაციას, რომ მას კეზერაშვილი აფინანსებდა.
„რასაკვირველია, კეზერაშვილი არ მაფინანსებს. მაფინანსებს The European Endowment for Democracy (EED), National Endowment for Democracy (NED), სოროსის ფონდი მაფინანსებს. ბრიტანეთის მთავრობა მაფინანსებს. მაფინანსებს, ასევე, ჰოლანდიის მთავრობა“, – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი ვიდეოში.
„მეგობრებო, 2018 წელია ეს და “ტაბულას” დირექტორი ვარ აქ! “ტაბულას” ახლაც აფინანსებდა ბრიტანეთის მთავრობა, უბრალოდ, დაუბლოკა ბიძინამ.
მალევე, ბრიტანეთის მთავრობამ „POSTV-ი“ და „იმედი“ დაასანქცირა და სანქციებს ყველა შემდეგი მთავრობა შეინარჩუნებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


