ირაკლი კობახიძე: „ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს“

20

„ჩვენ ვადარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

„თქვენ იცით, რომ მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომლებსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში. ეს სესხებიც არ შველის მოლდოვას იმაში, რომ გააუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მაჩვენებლები. ამ 5 წლის განმავლობაში მოლდოვას ეკონომიკებს შორის სხვაობით გავასწარით 13,5 მილიარდი დოლარით, ბიუჯეტებს შორის – 3,5 მილიარდი დოლარით, რაც, თავისთავად, ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.