პრემიერი: “ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება. მოლაპარაკებების შედეგად დავინახეთ ოპტიმიზაციის დიდი რესურსი. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად, ქვეყანას დავუზოგეთ 52.5 მილიონი დოლარი”

24

“აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

„აქ იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი. ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, ანუ 52.5 მილიონი დოლარი დავუზოგეთ ქვეყანას კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად. ესეც არის ახალი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.