საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ახალაიამ დანაშაულებრივი განცხადება მისსავე სასამართლო სხდომაზე გააკეთა, დღევანდელ პროცესს კი არ ესწრებოდა. ახალაიას აქვს კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას უკავშირდება.


