„ეს იქნება გრძელვადიანი დაპირისპირება, რომელიც ასე მალე ნამდვილად არ დასრულდება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა აშშ-ირანის კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს მაქსიმალურად იმის მიღწევა უნდა, რომ ამდენი სამხედრო ოპერაციისა და მიმდინარე პროცესების შემდეგ ირანის როლი დაასუსტოს. ალბათ, არც ტრამპი და არც მისი გარემოცვა არ ელოდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, თუმცა ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ რეგიონში ირანის პოზიციების მაქსიმალურად შესასუსტებლად. მიუხედავად ამისა, გეოგრაფიული და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთულია — მე თუ მკითხავთ, შეუძლებელიც კი.
ჩემი აზრით, ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ეს იქნება გრძელვადიანი დაპირისპირება, რომელიც ასე მალე ნამდვილად არ დასრულდება“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.


