1600 დევნილ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ

10

1600 დევნილ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ. თვალჭრელიძის ქუჩაზე,

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე სულ 11 კორპუსს, 2426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს. 4 კორპუსში ბინები გასულ წელს განაწილდა.

პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო, სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა. ბინები დევნილ ოჯახებს საზეიმოდ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად გადასცა.