შალვა პაპუაშვილი: “რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს”
“რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ესეც არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე დაბალ დიპლომატიურ დონეზეა მიწვეული.
„ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ამ წვრილმანი პწკენებითა და შურისძიებებით ბოლოს თვითონვე მარცხდებიან, თვითონვე ზარალდებიან, ეკონომიკურადაც თვითონვე ზიანდებიან, პოლიტიკურადაც თვითონვე ზიანდებიან.
საქართველო პოლიტიკურადაც წინ მიდის და პოლიტიკურადაც ძლიერდება. საკუთარი მცდარი გამოცდილებიდან მაინც ხომ უნდა ისწავლონ რაღაც და ისე იმოქმედონ?!
სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე. ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზიანდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად.
ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირის ელჩმა დაგმოს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ეს სიტყვები გვაინტერესებს მისგან. მანამ, სანამ პაველ ჰერჩინსკის განცხადებიდან ამ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ ის გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერად, მიმჩქმალავად და ამ მოძალადეების ხელის დამფარებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


