პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “როგორც კი მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, იმ მომენტიდანვე შესაძლებელი იქნება ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი”

„ეს პოზიცია არ არის ახალი. სამწუხაროდ, ჟენევის ფორმატში შეხვედრები ყოველ ჯერზე, მათ შორის, ამის გამო არის ნაკლებად შედეგიანი. ჩვენი პოზიცია არის მყარი, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით. მთავარი წინაპირობა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, როგორია საქართველოს პოზიცია იმაზე, რომ ჟენევის 68-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, მეორე მხარე ითხოვს, „თავდაუსხმელობის შესახებ“ პაქტს მოეწეროს ხელი.

„როგორც კი მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, იმ მომენტიდანვე შესაძლებელი იქნება ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.