„შეკრებენ ხოლმე აქ 250 ადამიანს, შექმნიან ფონს, თითქოს მრავალათასიან საპროტესტო აქციას ატარებენ, შემდეგ კი ამის საფუძველზე ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ. სხვათა შორის, გვარამიამ პირდაპირ გააკეთა განცხადება — შიგნით აქცია, გარეთ სანქციებიო“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, აკაკი ალადაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ტერმინების შექმნა კარგად იციან — „4 ოქტომბრის საქმე“, „პიჯაკების საქმე“, „ღობის საქმე“. სინამდვილეში, ეს 4 ოქტომბრის კი არა, რევოლუციის მოწყობის, ძალადობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეა. ამგვარ ტერმინოლოგიას სპეციალურად იმისთვის იგონებენ, რომ როგორმე თავი აარიდონ იმ მძიმე რეალობასა და ფაქტებს, რასთანაც სინამდვილეში გვქონდა საქმე.
შეკრებენ ხოლმე აქ 250 ადამიანს, შექმნიან ფონს, თითქოს მრავალათასიან საპროტესტო აქციას ატარებენ, შემდეგ კი ამის საფუძველზე ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ. სხვათა შორის, გვარამიამ პირდაპირ გააკეთა განცხადება — შიგნით აქცია, გარეთ სანქციებიო. მოკლედ, აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ.
აქედან გამომდინარე, ჯანსაღი ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, მაგრამ ასეთ ძალას ხელოვნურად და უცებ ვერ გააჩენ. თუმცა, იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ მოდის ახალი, ნიჭიერი თაობა, ჯანსაღი ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ კი არ იბრძოლებენ, არამედ საქართველოს ინტერესებსა და მის წინსვლას მოემსახურებიან“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


