„ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა ძალიან დიდხანს იმუშავა საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ. თუმცა, პრაქტიკულად სასამართლო განხილვამდე მისვლაც არ გვაცალეს, სანამ სასამართლო აკრძალავს, საკუთარ თავს თავად კრძალავენ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, აკაკი ალადაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება უშუალოდ რადიკალურ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას, მე ეს პროცესი პირობითი მგონია და სინამდვილეში, ის მათი პირადი შეუთავსებლობიდან გამომდინარეობს.
რაც ყველაზე მთავარია, ისინი არ არიან ქართველები, სახელი და გვარი შეიძლება ქართული აქვთ, მაგრამ მათი იდენტობა და ბუნება ქართული არ არის. ამის ყველაზე ნათელი გამოხატულება ისაა, როდესაც საქართველოში რევოლუციის მოსახდენად ჩამოსული სააკაშვილი დააკავეს და პირველსავე სასამართლო სხდომაზე უკრაინული დროშით გამოცხადდა, უკრაინის ჰიმნი იმღერა და მოსამართლეს პირდაპირ უთხრა — მე არ ვარ ქართველი, უკრაინელი ვარ და თარჯიმანი მომიყვანეთო. ეს არის მათი რეალური ბუნება. ის კი არ თამაშობდა, ის მართლაც არ არის ქართველი“.


