„ჩვენი რადიკალებიდან დაწყებული და ზემოთ, ვერტიკალზე, „გლობალური ომის პარტიით“ გაგრძელებული, ყველას ერთი მიზანი აქვს: როგორმე თავიდან მოიშორონ ის ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებს და არა მათ ინტერესებს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, აკაკი ალადაშვილმა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინა რეზოლუციაში, საერთაშორისო ორგანიზაციამ პირდაპირი შეტევა მიიტანა საქართველოს ეკლესიაზე და ის „რუსული დეზინფორმაციის წყაროდ“ მოიხსენია. ეს არის ზუსტად საპატრიარქოში მათი ვიზიტის გაგრძელება, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ საპატრიარქოს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდისთვის დაეჭირა მხარი. ანუ, თუ მანამდე ცალკეული სუბიექტებისგან ეკლესიაზე მცირე დარტყმები მოდიოდა — ჩვენ გვახსოვს, მაგალითად, როთი და სხვები — ამ მასშტაბის თავდასხმა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან პირველად ვნახეთ.
ჩვენი რადიკალებიდან დაწყებული და ზემოთ, ვერტიკალზე, „გლობალური ომის პარტიით“ გაგრძელებული, ყველას ერთი მიზანი აქვს: როგორმე თავიდან მოიშორონ ის ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებს და არა მათ ინტერესებს“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


