ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
“რა უნდა გააკეთოს, ან რა შეუძლია გააკეთოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ამაღლდეს, თუნდაც ოდნავ, ჯო უილსონის დონიდან.
საქართველოზე უკვე მიღებული ყბადაღებული რეზოლუციის უკან გაწვევა მას არ შეუძლია, თუმცა, პროცედურულად არც ესაა შეუძლებელი ამოცანა.
უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი, ფაქტობრივად, დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით “გაჩალიჩებულ” უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონესა და ხარისხს.
არის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ამის გამკეთებელი? – სამწუხაროდ არა, ჩემი აზრით”, – წერს ანჯაფარიძე.


