კომუნიკაციების სპეციალისტი, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე თეონა ბაღდავაძე „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ “ფეისბუკში” გამოქვეყნებულ შემდეგ სტატუსს ეხმაურება: „ბანერის დაჩხაპნისთვის სამი არასრულწლოვანი შვილის დედას აქვს მისჯილი 18 თვე. ხალხი თვეობით ციხეში იჯდა იმის გამო, რომ წულუკიანის ფარსში არ მიიღო მონაწილეობა. ამასობაში, ვიღაცები ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო და ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით“.
„ბოროტებას სახე რომ ჰქონდეს, ეს ქალი იქნება“, – წერს თეონა ბაღდავაძე.


