ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„მე ყოველთვის ვამბობ: მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ მათ არ დაველაპარაკებით, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ მათ, მაგრამ ჩვენ უნდა… მოკლედ, მათ იციან წესები და მათ იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ, ხოლო ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები. ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ამასთან, თუ ჩვენ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას. შთაბეჭდილება ხან კარგია, ხან ცუდი. როგორც ბერძნულად ვიტყოდით, რთულადაა საქმე“, – განაცხადა ბეტელმა.


