შალვა პაპუაშვილი: „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მხოლოდ რუსეთის წვლილი არ არის, ასეთი ასამბლეების წვლილიც არის, რომელმაც ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს“

15

„ეუთო-ს რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა. ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირ სიყალბე, დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.

„საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მხოლოდ რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის – კერძოდ, ამ შემთხვევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და, რუსეთის მსგავსად, იქცა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.