„ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონ კალასსა და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები – ისინი, ვინც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობენ; ისინი, ვინც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„საქმე მივიდა ტერორისტულ აქტამდე, რომელზეც მიესაჯა შესაბამისი სასჯელი ალეკო ელისაშვილს და ახლა უკვე ტერორისტული აქტის მიმართ იჩენენ ტოლერანტობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ალდეს“, როგორც გაერთიანების საეჭვო ღირებულებით კოორდინატებს და განსაკუთრებით სკანდალურია, რომ „ალდეს“ ლიდერები არიან ქალბატონი კოსი და კალასი, რომლებიც პასუხს აგებენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


