ლადო სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადების შესახებ: „ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. ომის პარტიას წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ – ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა“

24

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შემდეგ განცხადებას: „საქართველოს მთავრობასთან კავშირი, პრაქტიკულად, არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს. გვსურს, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

„რა კარგი განცხადება იქნებოდა, ქვეტექსტში რომ არ იკითხებოდეს რევანშიზმი! აქ საკითხავი ისაა, რომელი “ხალხის” მხარდაჭერა სურს ქალბატონ კალასს – იმ ხალხის, ვინც არსებული მთავრობა აირჩია, თუ მათი, ვინც არსებულ მთავრობას წელიწადში ორჯერ (მინიმუმ) აჯანყებას უწყობს?!

ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც ე.წ ომის პარტიას წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ – ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა, აქ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვირჩევთ, ვის მივანიჭოთ/გადავცეთ მართვის მანდატი! ვის რაში სჭირდება თქვენი არაფრის მომცემი მხარდაჭერა?! ყველაფრით უზრუნველყოფილ საქართველოს გაღატაკების პირას მისული ლიბერასტული ევროპის მხარდაჭერა არაფერში სჭირდება! თქვენ თავს მიხედეთ, ჯობს!“ – წერს სადღობელაშვილი.