„რამდენად დაზაფრულები ვართ ნეგატივით, უარყოფითი ინფორმაციით – ხომ ხვდებით? ლუციფერის საინფორმაციო მანქანა 24/7 რეჟიმში ზრუნავს ამაზე: ჩვენს გარშემო – ომებია, ქვეყნის შიგნით – გაუთავებელი საბოტაჟი. საინფორმაციო აქცენტები – მხოლოდ უარყოფით ამბებზეა კონცენტრირებული. ბოლოს როდის გინახავთ რეპორტაჟი – ქართულ ოჯახში მე-10 და მეტი ბავშვის გაჩენის თაობაზე? არ ჩნდებიან? ცდებით! ან რეპორტაჟი – რომელიმე მიტოვებულ სოფელში აღორძინებული კოოპერატიული ფერმის შესახებ…” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
„სოციალურ ქსელებსაც დააკვირდით: რამდენად ხშირად კითხულობთ საქართველოზე გამოქვეყნებულ პოზიტიურ “ნიუსებს”? ანუ – ხომ სპეციალურად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ არაფერი დადებითი ამ ქვეყანაში არ ხდება. ან, ვიღაცამ “გარისკა” და ეს პოზიტივი გააჟღერა – “ლაიქების” რაოდენობას ან ზოგიერთ კომენტარს დააკვირდით: “კარგით რა…მეტროში ბოლოს როდის იყავით ჩასული” და ა.შ. აბა ეხლა შიშების გამყიდველების და ნეგატივით აცრილების ტექსტებს დააკვირდით – სრული პანიკური მხარდაჭერა და ავადმყოფური სიამოვნება.
ჩვენ თუ არ გავარღვიეთ ჩვენსა და ნათელს შორის ეს ხელოვნურად აგებული “გოდების კედელი” – ოჯახებშიც ჯოჯოხეთი დატრიალდება. დღეს სნეულებათა უმრავლესობის გამომწვევი, არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური კომპონენტია. ოჯახზე პროეცირებული ეს ტოქსიკური ატმოსფერო აუცილებლად აისახება შვილებზე და შვილიშვილებზე – ხოლო დანგრეული ოჯახების სტატისტიკას ნუ მომაყვანინებთ. ესაა მოცემულობა – მასთან გამკვლავების გასაღები თქვენს ხელშია. წარმატებები!“ – წერს ქართველიშვილი.


