თამარ ჩერგოლეიშვილი ვახო სანაიას შესახებ : „ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი“

18

„ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი მეგობრებო!“ – წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე.

ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება სანაიას იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც აღნიშნავს, რომ მას, როგორც ჟურნალისტს, სჭირდება დაინახოს აქტივობა ოპოზიციის მხრიდან.

“ესაა რუსეთი, სხვა კი არაფერი!

6-16 ივნისი ფედერალისტები ქუთაისში ვიყავით და ყოველდღე “აქტივობა” გვქონდა.

მერე თბილისში გვქონდა “აქტივობები”!

4-11 ივლისი ფოთი ხობი ვიყავით და იქ გვქონდა “აქტივობები”!

უბრალოდ ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს არ ვწყალობთ და ამიტომ ავრცელებენ დეზინფორმაციას.

ეს რუსი დეზინფორმატორი მავნებლები უნდა განადგურდნენ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.