„ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა“, – განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პოდკასტში “საქართველოს დაბადება”.
“მე სულ ვეკამათებოდი, სხვათა შორის. არ ვიცი, არგუმენტები რა ჰქონდა, მაგრამ უამრავი ფული დახარჯა, რომ გამოეძიებინა ეს ამბავი, დაცვებზე, ყველაფერზე… სულ ეძებდა ამ ისტორიას, როდესაც სააკაშვილის პოლიტიკური მტერი გახდა. ბადრიმ ძალიან დიდი ენერგია და რესურსები დახარჯა ამ ყველაფერზე. ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვერ მივიდა იქამდე, რომ ხელმოსაკიდი რაღაც ჰქონოდა, მაგრამ ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ამაში,” – განაცხადა რუხაძემ.


