ირაკლი რუხაძე: „აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟეა იმაზე ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ“

21

ირაკლი რუხაძე პოდკასტში “საქართველოს დაბადება” ბიზნესმენისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს.

„მე ძალიან ბევრ ხალხს ვიცნობ, რომელიც რუსეთში არ ყოფილა წლების განმავლობაში და ამიტომ აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟეა იმაზე ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილს, რატომღაც, ეს ქვეყანა მიჰყავს – რუსეთისკენ იმიტომ, რომ თვითონ ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ადამიანია რუსეთის გადმოსახედიდან, ოღონდ თუ იქ იქნება და აქ არ არის.

ბიძინას 1998 წლის მერე ფეხი არ შეუდგამს და მთელი თავისი ქონება მოიშორა რუსეთში და დააბანდა დასავლეთში. ასევე უნდოდა ყველას, ბიძინა არ იყო გამონაკლისი, ყველას ეს უნდოდა. ყველა გრძნობდა იმას, რომ არიან მოწყვლადები“, – განაცხადა რუხაძემ.