გია აბაშიძე: „სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“, მორალური ზიანის მიყენების გამო, 10 000 ლარით დააჯარიმა. ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს“

29

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

„სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“, მორალური ზიანის მიყენების გამო, 10 000 ლარით დააჯარიმა. ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს! რაც მეტი საჩივარი იქნება შეტანილი ბოროტი დეზინფორმატორების წინააღმდეგ, მით უკეთესია მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის, რომელიც ასე დააზიანეს უსამშობლო „ჟურნალისტებმა”.

ცნობისთვის: დავა ეხებოდა „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს, რომელშიც ითქვა, რომ გოგა ხაინდრავა, თითქოს, 2016–2017 წლებში, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების საქართველოში შემოყვანაში, თანხის სანაცვლოდ მონაწილეობდა. ხაინდრავა ამტკიცებდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდება და მისი პატივისა და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია“, – წერს აბაშიძე.