„დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. ეუთო-ს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში.
„ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს ეს დოკუმენტი არაფრით არ აკმაყოფილებს. სწორედ ეს პრობლემები ქმნის, საბოლოო ჯამში, მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში, როგორც იდენტობის კუთხით (თქვენ იცით, რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში იდენტობის შენარჩუნების კუთხით), ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები და სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, მათ შორის, უსამართლობის, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით“, – აღნიშნა პრემიერმა.


