„თქვენ იცით, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას, არის მარტივი პოლიტიკური დაკვეთები და, ამ შემთხვევაში, უკვე ეუთო აღმოჩნდა ასეთი დაკვეთის შემსრულებელი.
აბსოლუტურად ტყუილებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც დამტკიცდა ასამბლეის სხდომაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ეს დოკუმენტი გვაძლევს თვითონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას.
სამწუხაროდ, ეუთო-ც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი და სამართლიანი მიდგომა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


