“გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს?” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.
“კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, თავად უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება დანგრეულის აღსადგენად, სადაც რეალურად ქართველები აღარც იქნებიან უმრავლესობა. ამბობენ კიდეც, ეროვნული სახელმწიფოების დრო მიდისო (ჭიაბერაშვილი). თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ, შვილებს მშობლიურ ენასაც კი არ ასწავლიან უკვე. რამ შეაჯავრათ საქართველო და ქართველები, არ ვიცი”, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.


