საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე ჟურნალისტის კითხვის პასუხად „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე ომს რომ მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში. საქართველოს არ “მიასუნინებენ” იმ ტრილიონებთან. მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
„ნიკა გვარამია, როგორც უცხო ძალების ერთი რიგითი აგენტი, თავისი არსიდან ვერ გამოდის და თავის რაობას ვერც გაექცევა, რადგან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება უცხოეთზე მიმართული. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის მიმართ? – მთავარი საქართველოს ინტერესებია. ანაკლიის პორტი
საქართველოს ინტერესებში შედის და სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი აშენება ჩვენთვის უნდა იყოს მთავარი, მოგების მომტანი და ეკონომიკის გამაძლიერებელი.
სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ პორტს თავად ააშენებს.
რაც შეეხება გვარამიას ტრილიონებს, საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარცეცხლის ტრიალი.
გლობალური ომის პარტიას რაც უნდა დიდი სურვილები ჰქონდეს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი ომად და გვარამიას პირით გვეუბნებოდეს, რომ ამ ყველაფერში ტრილიონებს გადაიხდიან, არცერთი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ ღირს არცერთ ტრილიონად.
ნიკა გვარამიას ინტელექტუალური შესაძლებლობები დაბალი ნამდვილად არ აქვს და კარგად ითავისებს, რას ამბობს. ზუსტად ეს არის გაგრძელება 2022 წელს მიმდინარე კამპანიის, როცა უგულავა და მისი ძმანი ამბობდნენ, დიახ, ომი უნდათ, თუ საჭიროა, უნდა იომონ. თურმე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკებით უნდა გავისეირნოთ. ეს გაგრძელებაა ამ კამპანიის, რომლის მიზანია, საზოგადოება შეაჩვიონ, თითქოს ომს მოსდევს არა დაღუპული ადამიანები და განადგურებული ქვეყანა, არამედ ტრილიონები. გვარამია საზოგადოებისთვის ამის შემოსაღებას ცდილობს. ჯერ გვარამია არ გაიშვას და მერე – მისი დეზინფორმაცია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


