„რაც ხდება ოპოზიციაში, არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავიანთ თავსაც აზელენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა თამარ ჩერგოლეიშვილის შემდეგ განცხადებაზე დაუსვეს: “სააკაშვილს უნდა, ტალახი ისე აიდუდღნოს, მისი პარტია არ გამოჩნდეს. 20 კაცს ვერ მოაგროვებენ, ისეთ მდგომარეობაში არიან”.
„კარგია, რომ მათი ტალახი ჩვენს ქვეყანას არ ხვდება და სცდება. ქართველი ხალხი სწორად აფასებს ყველაფერს, რადგან სწორ არჩევანს აკეთებს. არის მათი [ოპოზიციის] პატარა სცენა მოწყობილი, სადაც, ტალახში აზელილები, ერთმანეთში ხან ჭიდაობენ, ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ. სწორი შედარებაა, რომ ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


