ლევან მაჭავარიანი გვარამიას შესახებ: „ვინც 2024 წლის არჩევნებზე ამ აგენტებს მხარი დაუჭირეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი იმ 1 200 000-მდე ქართველისთვის, რომლის გააზრებულმა არჩევანმაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნა“

24

„ამ აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მდე ქართველმა მიეცით ხმა. რატომ იქცევით ასე? არ გყავთ ოჯახები, შვილები, მშობლები? რატომ გსურთ, რომ ეს ადამიანები სასიკვდილოდ გაწიროთ?“ – წერს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ.

მაჭავარიანი ეხმიანება გვარამიას შემდეგ განცხადებას: “უკრაინა მალე ომს რომ მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს არ “მიასუნინებენ” იმ ტრილიონებთან”.

“გვარამია, გახარია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ვაშაძე და სხვები უცხო ძალების აგენტურა არიან საქართველოში. ეს ადამიანები ნებისმიერ დავალებას ყოველთვის უსიტყვოდ შეასრულებენ.
ვინც 2024 წლის არჩევნებზე ამ აგენტებს მხარი დაუჭირეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი იმ 1 200 000-მდე ქართველისთვის, რომლის გააზრებულმა არჩევანმაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნა“, – წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.