შალვა პაპუაშვილი: „ქალბატონი სალომე ახლა სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი – სხვაგან?! ისევ ისე არიან ერთიანნი. აგენტურა ყოველთვის გაერთიანებული იყო. დაავალებენ, რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან? – გამოჩნდებიან. დაავალებენ ცალ-ცალკე? – ცალ-ცალკე გამოჩნდებიან“

27

„ერთადერთი საფრთხე [ოპოზიციის გაერთიანებაში] ის არის, რომ როდესაც აგენტურა ერთიანდება, ცუდია. როდის დაიშალნენ? როდის არ იყვნენ ერთიანნი? ქალბატონი სალომე ახლა სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი – სხვაგან?! ისევ ისე არიან ერთიანნი. ეს არის, სწორედ, მთავარი საფრთხე, რომ დღეს აგენტურა არის ერთ ხაზზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა საფრთხეს ხედავს ხელისუფლება ოპოზიციის გაერთიანებაში და სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ოპოზიციის გაერთიანებას ხელს „ქართული ოცნება“ უშლის.

„ჩაუშვებენ დავალებას – ასრულებენ. აგენტურა ყოველთვის გაერთიანებული იყო. დაავალებენ, რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან? – გამოჩნდებიან. დაავალებენ ცალ-ცალკე? – ცალ-ცალკე გამოჩნდებიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.