„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ლაშა ბუღაძეს უპირისპირდება.
მან ბუღაძის შესახებ პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ამ უკანასკნელმა, ჩერგოლეიშვილი ოპოზიციონერი ჟურნალისტისთვის „ნაგვის“ წოდების გამო გააკრიტიკა და დაწერა: „არ მინდა ის ხალხი ხელისუფლებაში, ვინც ჟურნალისტს უსინდისოდ, “ქოცების” სასარგებლოდ უწოდებს „ნაგავს“ (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), და ვინც გვინახავს, რა იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც!… გვინახავს, ჰო!“
„მეგობრებო, ბუღაძეს, როგორც “ტაბულას” ავტორს, რომელსაც ფულს ვუხდიდი მის სტატიებში, ხარისხი დავუწუნე – ვუსაყვედურე, რომ ანაზღაურების შესაბამისი ხარისხი დაედო და არა მის „კუხნაში“ ნაჭორავები სიტყვაკაზმულობა.
ავუხსენი, რომ მისი კალამბურები არ ყოფნის ხარისხის დასაჭერად – შრომა და თემის მოკვლევა სჭირდება.
იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და „MIHAS“ თავზარით ხსნის.
მაგ სიმართლით ივლის“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


