პოლიტიკა

ნაურუს მთავრობა: ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

JPG resized with https://ezgif.com/resize

ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ მან უკან წაიღო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, აღიარება.

“შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.

შესაბამის ქვეყნებს ოფიციალური შეტყობინება შესაბამისი დიპლომატიური არხებით გაეგზავნებათ,” – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.