არჩილ ბერიძე: „რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია“

9

რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე.

როგორც ის აღნიშნავს, ძლიერი საქართველო, ძლიერი რეგიონების გარეშე არ არსებობს.

„არ არსებობს ძლიერი საქართველო, ძლიერი რეგიონების გარეშე, სწორედ ამიტომ რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – წერს არჩილ ბერიძე.

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. საკანონმდებლო ცვლილებებამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებს. სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.