საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.
როგორც ის სოციალური ქსელში წერს, რადიკალების პოზიციამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადობას, თუ რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას რეგიონში მცხოვრები მოსახელობის მიმართ.
„ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საჭიროებების მიმართ. მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა, ჩვენთვის კი – საქართველოს განვითარების მთავარი საყრდენი“, – წერს არჩილ ბერიძე.
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. საკანონმდებლო ცვლილებებამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებს. სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.


