მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

8

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე. ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

აქამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებდა.