დავით ჩიხელიძე: „სააკაშვილმა თქვა, – თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო; ხოშტარიამ თქვა, – არჩევნები “ქართული ოცნების” გარეშე უნდა ჩატარდესო; თენგომ – ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური “თანმიმდევრობაა” ოპოზიციაში“
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
“გუშინწინ, სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, – თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო.
გუშინ ხოშტარიამ თქვა, – არჩევნები “ქართული ოცნების” გარეშე უნდა ჩატარდესო.
დღეს თენგო გამოვიდა და… ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო…
შესაშური “თანმიმდევრობაა” ოპოზიციაში, ვერაფერს იტყვი“, – წერს ჩიხელიძე.


