ცოტნე ანანიძე „თავისუფლების მოედნის“ განცხადების შესახებ: „აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით ავტონომიური სტატუსი გაუქმდება (აფხაზეთზეც იგივეს ფიქრობენ, სავარაუდოდ) – სხვა დროს, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკაროთ“

9

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო“.

„პარტია“ “თავისუფლების მოედანმა”, როგორც ჩანს, ორი რამ არ იცის:

1 – უმაღლესი საბჭოს გაუქმებით ავტონომიური სტატუსი გაუქმდება. (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ, სავარაუდოდ)

2 – ძველი, მათ შორის, 16 წლის ავტომობილის შენახვა უფრო ძვირი ჯდება,
ამიტომ მარტივ რჩევას მივცემდი ამ პოლიტიკურ დილეტანტებს: სხვა დროს, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკარონ…“ – წერს ანანიძე.