ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: „როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ: “მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს“

9

„შემოვიდა “ქოცი” რესტორანში? ვეუბნები, რომ იცი, რა? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური ზეწოლით, სოციალური იზოლაციის, აზრის და ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული რომ მორჩა, არაფერი არ გექნება, სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიასთან ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში.

„როდესაც ეს საზოგადოებრივი გაცნობიერების ამოცანა მივა აქამდე… მე ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, ვფიქრობ, რომ შემოდგომისთვის ეს ასე იქნება. ამ ფონზე, როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ამის პარალელურად, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ: იცით რა, მეგობრებო? ჩვენ, მთელმა ოპოზიციამ, ხალხმა, რომელსაც იჭერენ, ცემენ და ა.შ. მაგრამ კიდევ გამოვიდა 300 ათასი, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ გთხოვთ თქვენ ელემენტარულ რამეს: ეს ხუთი პუნქტი, თუ რამდენიც იქნება – ეს იქნება კონცენტრირებული ზეწოლა, აქ – 300 ათასი ადამიანი, პარალელურად, იქიდან ყველას ეცოდინება, რომ აი, ამ კულმინაციამდე მივდივართ“, – აცხადებს ხოშტარია.