“საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია,- მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპეა, რომელიც ქმარს ოცი წელი ერთგულად ელოდებოდაო”, – წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
“მიშას „ოდისეა“ წაკითხული რომ ჰქონდეს, საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ანტინოოსში დაინახავდა – კაცში, რომელიც ითაკას სამეფო სასახლეს მიიტაცებს და ძარცვავს, რომელიც სიხარბის განსახიერებაა: ყოველდღიურად კლავს ოდისევსის საქონელს, სვამს მის ღვინოს, ითვისებს ითაკას რესურსებს და სჯერა, რომ ეს ყველაფერი კანონიერად ეკუთვნის.
ჰომეროსს ანტინოოსი ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი. ის არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად ძალადობს პენელოპეზე, არამედ სრულიად არის პასუხისმგებელია იმ სექსუალურ ძალადობასა და ექსპლუატაციაზე, რასაც ის და მისი ჯგუფი სასახლის მხევლებსა და მსახურ ქალებზე ახორციელებენ. რეალობის შეგრძნებადაკარგულსა და საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულ ანტინოოსს მაშინაც კი დაცინვით უჭირავს ჭიქა და სმას განაგრძობს, როცა ოდისევსი მშვილდს მომართავს.
მოკლედ, თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს პარალელის გავლება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია – ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც, საბოლოოდ, სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა.
ჰოდა, მიშა და მისი სხვა ნაცლიბერალი მხევლები გაეშვით ჰომეროსს და, ზოგადად, დიდ ტექსტებს, რომლებთანაც არაფერი გესაქმებათ. “აციტირეთ” ხოლმე თქვენი კარის მჯღაბნელები – მაგალითად, ლაშა ბუღაძე, და მოსადავებელიც არაფერი იქნება“, – წერს ოდიშარია.


