“რეალურ ისტორიაში, მითოლოგიაში სხვადასხვა გმირია, რომლებიც, ხშირად, არგუმენტად მოგვყავს და ამაში გასაკვირი არაფერია. ვისაც არ წაუკითხავს ჰომეროსი ან ბერძენი ავტორები, მისი პრობლემაა. თუ არ აქვს რაღაცის გააზრების უნარი, მისთვის, შეიძლება, უცხო იყოს”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ.
„პრეზიდენტი სააკაშვილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ადამიანი, ფაქტია, ქვეყანა შექმნა არარსებული სახელმწიფოდან, სადაც არ იყო დენი, წყალი, პენსია, ჯარს არ ჰქონდა ხელფასი. სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო, რომელზეც მსოფლიო ბანკი ამბობდა, რომ ნომერ პირველი რეფორმატორია მსოფლიოში, ნომერ პირველი მებრძოლია კორუფციასთან.
ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, როგორი იყო კრიმინალის დონე „ვარდების რევოლუციამდე“ და სააკაშვილის დროს როგორ დავიწყეთ ბრძოლა კრიმინალთან. ჩვენ გადასახადები 60 პროცენტით დავწიეთ და იმის გამო, რომ უკვე ჩინოვნიკების ჯიბეში აღარ მიდიოდა ფული, ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, ჩამოყალიბდა თანამედროვე ჯარი, საბაჟო, შეიქმნა იუსტიციის სახლები და შემცირდა კორუფციაც. ამ ვითარებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსაზრებები რომ გამოთქვას და პარალელები გაავლოს, ამაში გასაკვირი რა არის? უბრალოდ, მეტი სალაპარაკო არ აქვთ და შეუძლიათ, გაერთონ ამაზე.
პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს თავისი სათქმელი, თავისი ხაზი, ბრძოლა, და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის.
ვართ მათი წევრები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებული და დაპირისპირებულიც კი არის ბევრ საკითხთან მიმართებით, პარტიების ერთად ყოფნის ფაქტი მნიშვნელოვანია. ჩვენ იქ აღარ ვაქტიურობთ და ეს სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, მათ შორის იმით, რომ „ალიანსის“ ზოგიერთ წვერს მეტი საფიქრალი არ აქვს, გარდა იმისა, რა კომენტარი გააკეთოს სააკაშვილზე, როგორ დაესხას თავს, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად.
ეს მხოლოდ „ალიანსს“ არ ეხება, სხვა ე.წ. ოპოზიციურ ძალებსაც ეხებათ. მეგობრებო, ფოკუსი გაასწორეთ, ბიძინა ივანიშვილი კრემლის ხელდასმული რუსი ოლიგარქია, მომჯდარი საქართველოს ხელისუფლების თავზე და მარიონეტებით მიჰყავს რუსეთის ჭაობისკენ. ამას მივხედოთ. როცა ამ რეჟიმს მშვიდობით გავისტუმრებთ, მერე ვიდავოთ ამ და სხვა საკითხებზე“, – განაცხადა გია ბარამიძემ.


