ირაკლი კობახიძე სააკაშვილის შესახებ: “9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. აგენტურა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას”

29

“ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ავლენს ეს ადამიანი იმას, რომ თავის დროზე, 9 წლის განმავლობაში არაჯანსაღ ადამიანს ებარა ამ ქვეყნის სადავეები. მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი არაჯანსაღი ადამიანი ჩვენ გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, ხელისუფლების ლიდერად, რაზეც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს დასკვნები”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

„საზოგადოებას ისედაც არ უჭირს დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ აგენტურა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას.

9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს“, – განაცხადა პრემიერმა.