“პორტალი www.ekalata.gov.ge საზოგადოებას აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასად შეიძინონ პროდუქტები”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ფართოვდება შესაბამისი პროდუქტების ჩამონათვალი, რაც საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს მისცემს იმის საშუალებას, რომ მათთვის სასურველი კალათი შეიძინონ ყველაზე უფრო იაფად. ამ მხრივ მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


