პრემიერი ხარძიანის საქმის შესახებ: “ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ. ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი”

7

“ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. ხარძიანის საქმე არის ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლოს მიერ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის დამნაშავედ ცნობას ეხებოდა.

„დაწყებული იქიდან, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ პატიმრობის დროს რა ხდებოდა და შემდეგ – ამ ყველაფრის გაგრძელება… და ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ“, – აღნიშნა პრემიერმა.