ბესიკ ხარძიანის შვილი პროკურატურის განცხადებას, რომ სასამართლომ, კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„15 წლის წინ ჩადენილი დანაშაული, 5-ჯერ შეცვლილი მოსამართლე, 4-ჯერ თავიდან დაწყებული საქმე, 100-მდე მოწმის 4-ჯერ თავიდან დაკითხვა.
მადლობა მოსამართლეს კანონიერი, სამართლიანი და ღირსეული გადაწყვეტილებისთვის!
მადლობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, თითოეულ გამომძიებელს და პროკურორს, რომელთაც ამ საქმეზე, დაწყების დღიდან ბოლომდე, 1 წუთი მაინც აქვთ დახარჯული!
მადლობა ყველა მოწმეს, რომელთა გარეშეც დღეს ეს შედეგი არ დადგებოდა. მადლობა გამბედაობისთვის და გვერდით დგომისთვის; მადლობა სიმართლის თქმისთვის!
წინ მსჯავრდებულების ექსტრადიცია და მისჯილი სასჯელის სისრულეში მოყვანაა!“ – წერს ხარძიანი.


