„სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი, ძირითადად, სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
„ერთ-ერთი ასეთი ტყუილი მათ ჩემი საცხოვრებელი სახლის შესახებ გაავრცელეს. რეალობა კი მარტივია – ჩემს ბინას ტაძართან არანაირი შეხება არ აქვს. ერთადერთი, რაც მათ აკავშირებს, ისაა, რომ ტაძარი ჩემი სახლიდან ლამაზად მოჩანს და ყოველ დილით ტაძრის ზარების ხმის გაგონება დიდი ბედნიერებაა.
ვინც, ფაქტების ნაცვლად, სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას.
ამჯერად ამ კითხვებზე პასუხი თავად “ფეისბუკმა” გასცა. „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა“, – წერს წილოსანი.


