ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: “მიხეილ სააკაშვილის ახირებასა და მითითებაზეა დამოკიდებული პარტიაში თავმჯდომარის შეცვლა-არშეცვლის საკითხი”

10

“მიხეილ სააკაშვილის ახირებასა და მითითებაზეა დამოკიდებული პარტიაში თავმჯდომარის შეცვლა-არშეცვლის საკითხი”, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია ნორმალური რესურსი იმისათვის, რომ პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს.

„ამ ჯიჯგნაში, რომელი დაჯიჯგნის, ეს თუ არის რეფორმა და განახლება, ეს მათმა შემორჩენილმა ამომრჩეველმა შეაფასოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურს უწოდებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე. თინა ბოკუჩავას თქმით, სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, შესაბამისად, სხდომა არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ განცხადების საპასუხოდ, ბოკუჩავას მისამართით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიტიკული განცხადებები კეთდება.