“ამ განცხადებაში კომპაქტურად და გასაგებად არის ახსნილი ყველაფერი, რითაც საზრდოობდა და საზრდოობს საქართველოში მოქმედი დესტრუქციული შემადგენლობა, ასევე, მათი მხრიდან ღალატის ანატომია”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
„2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვიწევს გააზრება იმისა, თუ რაოდენ დამღუპველია ქვეყნის ხელისუფლებაში უცხოური ინტერესების მსახური მარიონეტების მოხვედრა“, – წერს ანჯაფარიძე.


