პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის ყოფილი მთავარსარდლის განცხადებას გამოეხმარუა.
მისი თქმით, ზღაპრების მოყოლა უნდოდათ საქართველოსთვისაც.
„ზალუჟნის განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაწირონ ქვეყანა დიდმა ძალებმა მსოფლიოში. ჯერ ერთი, ზღაპრებზე საუბრობს და ბოლო 4 წელია, მეხუთე წელია ომი მიდის უკრაინაში. შენ დალოცვილო, რამსიგრძე ზღაპარი უნდა გენახა, რომ საკუთარი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მისულიყო და მერე მიმხვდარიყავი, რომ ზღაპრებს გიყვებოდნენ. ზუსტად ასეთი კოშმარული ზღაპრები უნდოდათ მოეყოლათ საქართველოსთვის. დავინახეთ საბოლოო ჯამში, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდა არა მხოლოდ ზღაპრები, არამედ ფოჩიანი კანფეტები, რომელშიც კანფეტი არ იდო“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.


