გიგი წერეთელი: “მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა: საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების ჩვენება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლილი – ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა”

46

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა, საქართველოს დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსი არასდროს შეცვლილა – მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, დღეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მიმართულების ცვლილებაზე საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს. ამის თაობაზე მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ისაუბრა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.

„მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა: საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების ჩვენება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლილი – ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა. უკრაინაში ომმა ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთთან ლაპარაკის რესურსი არ არსებობს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.